ქუთაისის მერია წყლის
დისპენსერებს შეიძნეს. საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის 8 ცალი დისპენსერის შესაძენად 3 ათას 432 ლარია განკუთვნილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დისპენსერი უნდა იყოს დამოუკიდებლად მდგომი. მუშაობის პრინციპი: წყლის გაცხელება-გაგრილება; საერთო სიმძლავრე არანაკლებ: 640 ვატი; გაგრილება არანაკლებ 90 ვატი; გაცხელება არანაკლებ: 550 ვატი; მაცივებელი არანაკლებ: R134a,32, ცივი წყალი; ოთახის ტემპერატურის წყლის მიწოდება; ცხელი წყლის მიწოდების ღილაკის მექანიკური ბლოკირება; ჭიქების ჩასალაგებელი; დისპენსერის განათება;
სადენის სიგრძე არანაკლებ: 1,8 მ.
,,მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს წყლის 8 დისპენსერის მიწოდება მოთხოვნიდან 5 კალენდარულ დღეში, ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 26 აპრილს იწყება და 28 აპრილს მთავრდება.