ქუთაისის თოჯინების თეატრში შესაძლოა
სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი გაიზარდოს. ბილეთებზე ფასის მატება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ყველა სფეროში ზოგადად გაზრდილ ფასებს უკავშირდება. “არცერთ სახელმწიფო თეატრში გარდა ჩვენი თეატრისა 2 ლარი არ ღირს ბილეთი. 3 ლარიდან 5 ლარამდეა. ფასი როცა იზრდება ქვეყანაში იმ მასალის, რაც გჭირდება, შენც იძულებული ხარ გაზარდო. თუ სახლში პური ვერ მიიტანე, დღეს ლარს რომ იხდი და ხვალ 2-ს გადაიხდი, შესაბამისად, თუ რამეს აკეთებ, ჰყიდი ფასსაც გაზრდი, ეს ასეა ყოველთვის”, – განაცხადა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ.
ქუთაისის თოჯინების თეატრში ამ დროისათვის ბილეთის ფასი 2 ლარია.