ქუთაისში, ნიღბების თეატრში საქველმოქმედო
ლიტერატურული საღამო გაიმართება. ახალგაზრდა პოეტები სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდებიან. ლიტერატურულ საღამოში თამაზ დევიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, ლაშა მარგიანი, პაპუნა გიორგაძე, ირაკლი ბერია და ბექა ახალაია მიიღებენ მონაწილეობას.
ბილეთის ფასია 5 ლარი.
საქველმოქმედო ლიტერატურული საღამო 29 აპრილს 18 საათზე დაიწყება.