ქუთაისში ამერიკის დღეები დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატებისა და
საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
ამერიკის დღეები დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში აშშ საელჩოს პრესატაშეს სტუმრობით გაიხსნა, რომელმაც სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ღავთაძემ საქართველო – ამერიკის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ამერიკელმა ძალიან ბევრი გაკეთა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. გამომდინარე აქედან ჩვენი კეთილი მეგობრის მხარდამჭერის მიერ გაკეთებული საქმეების ერთობლიობას აღვნიშნავთ ჩვენ და მიხარია, რომ ამერიკის დღეების აღნიშვნა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან დაიწყო, ჩვენ რამდენიმე ღონისძიებაში ჩავერთვებით,”-განაცხადა გიგა ღავთაძემ.
ამერიკის დღეების ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, ხოლო 28 აპრილს, გალა კონცერტით დაიხურება.