ქუთაისში ძლიერმა ქარმა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ხე მოგლიჯა, რომელიც ბინის ეზოში მდგომ ავტომობილს დაეცა
. მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ საშიშროება არის ხეები კვლავ მოგლიჯოს და სხვა ავტომობილებს დაეცეს.
“ამჟამად არის საშიშროება რამდებიმე ხის მოგლეჯვის ვინაიდან ადგილხე არის გამხმარი ხეები ამჟამად ერთი ავტომობილია დაზიანებული თუმცა არ ვიცით კიდევ რა ზიანს მოუტანს ქარი მოსახლეობას. 4- 5 მსგავსი ხეა აქ დაახლოებით რომელიც ამჟამად საშიშროებას ქმნის”-აცხადებს აბაშიძის ქუჩის მკვიდრი მირიან გოგებაშვილი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟი.