ქუთაისში, “ხარაზოვის” სკვერში სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩატარდება. კონკრეტულად დაგეგმილია ე.წ. “ხარაზოვის” სკვერში არსებული ტერიტორიის და შადრევნის რეაბილიტაცია. სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 473 ათას 123 ლარია.
სატდენერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა შემოიღობოს სკვერი. ამისათვის უნდა მოხდეს არსებული ბეტონის ღობის ნარჩენების მონგრევა. დაგეგმილია დეკორატიული რკინის ღობისა და ჭიშკრის მოწყობა. აგრეთვე დიდტანიანი ხეების გაკრეჭა, ბალახის საფარის მოწესრიგება და ახალი ნარგავების, მათ შორის ნაძვის, არღავანას, ვარდის, იაპონური კომშის, ირმის რქის, კვიპაროსისა და სხვა მცენარეების დარგვა.
აღმოსავლეთ მხარეს მოეწყობა მცირე ზომის საყრდენი კედელი, მოიკირწყლება მთავარი სამანქანო გზა, სოლომონ პირველის ქუჩიდან მოეწყობა სკვერში შემავალი კიბე, დაიდგმება ბეტონის საყვავილეები, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პანდუსებზე გაკეთდება მოაჯირები და ა.შ
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო დაასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში.
სატენდერო წინადადებების მიღება 28 აპრილს იწყება და 3 მაისს მთავრდება.