ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”

და ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით თემაზე “როგორია ქალთა ჩართულობა პარტიებსა და საარჩევნო პროცესებში” დებატები გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად დღეს დაიწყო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები. პირველი შეხვედრა გახლავთ ლიდერი ქალები და პოლიტიკური პარტიები და ჩვენ გვაინტერესებს როგორია ლიდერი ქალების პოზიციები პოლიტიკური პარტიების სიებში, რამდენად იქნებიან ისინი წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და რომელი პარტიები არიან ისინი, ვინც უთმობს ქალებს წინა პოზიციებს,”-განაცხადა ქუთაისის გენდერის მედია ცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.

საოლქო-საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ია იაშვილი აცხადებს,რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც თავად ქალმა დაარსოს ახალი პარტია.

“მე ველოდები ისეთი ლიდერი ქალის გამოჩენას, რომელიც თავად შექმნის პარტიას, რადგან თუ დავაკვირდებით სივრცეს, ჩვენ არაგვაქვს პარტია, რომლის დამაარსებელი და დამფუძნებელი ქალია,”-განაცხადა ია იაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *