ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
ქუთაისის მერია საინფორმაციო გაზეთს დაბეჭდავს. საინფორმაციო სამახსოვრო გაზეთის დასაბეჭდად ტენდერი გამოცხადდა. 30 ათასი ცალი გაზეთის დასამზადებლად 15 ათასი ლარია გამოყოფილი. გაზეთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა ინფორმირებულობის გაზრდას, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩართულობას, სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვისა და განვითარების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, აგრეთვე აღნიშნული კუთხით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებების უკეთესად გაცნობას ისახავს მიზნად.
გაზეთი უნდა იყოს 8 გვერდიანი, პირველი და ბოლო გვერდი ფერადი, ცარცის 90 გრამიანი ქაღალდის.
ტენდერში გამარჯვებულმა მზა გაზეთი უნდა მიაწოდოს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს, ხელშეკრულების დადებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 29 აპრილს იწყება და 4 მაისს მთავრდება.