ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
, რკინიგზის სადგურის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე პერფომანსი იყო წარმოდგენილი, სადაც მატარებლის დეკორაციები და გამგზავრების იმიტაცია იყო ნაჩვენები.
პრემიერის განცხადებით ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის – იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით.
“ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური “სტადლერის” მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში – იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა