მიმდინარე წლის 5 აპრილს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო
11:00-დან 15:00 საათამდეელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ფიდერის N92 დაახლოებით 1800 მომხმარებელს ქ. ქუთაისში რუსთაველის (კენტი N77-137, ლუწი N92-124), პეტრიწის, ბარათაშვილის, გველესიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებისთვისელენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.