ქუთაისში აუტიზმის ცნობადობის

მსოფლიო დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ ბაღში ღონისძიებაში “გაიგე მეტი ჩვენს შესახებ” გაიმართა. სიმბოლურად მარათონში მონაწილეები ლურჯი მაისურებით, ფერადი აქსესუარებით შეიმოსნენ, რათა ბავშვებისათვის ფერადი, სასაიამოვნო გარემო შეექმნათ. “ამ ღონისძიების ორგანიზატორია “ხიდი სოციალური ინკუზიისთვის”. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ეს არის ABA თერაპია, ბავშვთა ადრეული ინტერევენციის პროგრამა -ეს არის 0-დან 7 წალმდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის. მიმდინარეობს ინდივიდულაური მუშაობა ბავშვებთან. დღეს აღვნიშნავთ აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო კვირეულს და უკვე მეორე წელია სიმბოლურ მარათონს, რომელშიც ბავშვები და მათი მშობლები არიან ჩართულნი.ვცდილობთ მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ, რომ გაიზარდოს საზოგადოებაში მიმღებლობა და მოხდეს ადრეული დიაგნოსტირება. რაც უფრო ადრე ჩავერევით, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ”,- განაცხადა “ხიდი სოციალური ინკუზიისთვის” აღმასრულებელმა დირეტორმა ლიკა მხატვარმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. ეს დღეს საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

“ხიდი სოციალური ინკუზიისთვის” ერთადერთი ორგანიზაციაა იმერეთში, რომელიც ბავშებსა და მათ ოჯახებს მრავალფეროვან თერაპიას სთავაზობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *