არასამთვრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელი
გია გოქაძე ქუთაისში საბჭოთა სიმბოლიკების აღებაზე საუბრობს. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქში ვასილ კიკვიძის ძეგლი არ უნდა იდგეს, ასევე სახელი უნდა შეეცვალოს ლესელიძის ქუჩას. “დღეს არის ის დღე როცა 26 წლის წინ საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ კითხვას დადებითი პასუხი გასცა. ქუთაისში ისევ საბჭოთა სიმბოლიკების ტყვეობაში ვიმყოფებით. ისევ არსებობს ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ასევე არსებობს ლესელიძის ქუჩა. ლესელიძე იყო საბჭოთა გენერალი და მონაწილეობას ღებულობდა 1924 წლის აჯანყების ჩახშობაში. ჩემი თხოვნაა ქალაქის ხელისუფლება ნუ გამოიჩენს უუნარობას ქუჩის სახელი შეცვლასა და ძეგლის აღებაში”, – განაცხადა გია გოქაძემ.
გია გოქაძის თქმით, იგეგმება კიკვიძის ძეგლისთვის ადგილის შეცვლა, რაც მისი აზრით დანაშაულია და ის საერთოდ არ უნდა დაიდგას. მან ძეგლის შესაძლო განთავსების ადგილად ოკუპაციის მუზეუმი დაასახელა. “კიკვიძის ძეგლი ქარსაცავი ზოლი კი არ არის, რომ ის ადგილი ვერ ცარიელი დატოვო. ის უნდა აიღონ და დაკეტილს სივრცეში მოათავსონ. ოკუპაციის მუზეუმს ჩააბარონ”, – განაცხადა გია გოქაძემ.
ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენრტარს არ აკეტებენ.
გი გოქაძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღების შესახებ საუბარი მაშინაც იყო, როცა ის საკრებულოს დეპუტატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა როგორც ამბობს, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ და ფრაქციის ხელმძღვანელმა მხარი არ დაუჭირეს, ამიტომ მან ხელი დოკუმენტს “ევროპა ჩვენი სახლიას” სახელით მოაწერა.