ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციაში
არასათავრობო ორგანიზაციების ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. არასამათავრობო სეტქორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე სამომავლო თვის გეგმებიც განიხილეს.
“მარტის თვე საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი იყო. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლებში გარკვეული სასწავლო კურსის ჩატარებას გულისხმობს. ამ სასწავლო კურსში ჩვენ ინტეგრირება გავაკეთეთ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა ამ შეხვედრებმა. იურდიული დახმარების ცენტში კი გვქონდა სამი წარმატებული საქმე, ორ შემთხვევაში ეს ეხებოდა შშმ პირების ინტერესების დაცვას, ხოლო ერთ შემთხვევაში კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი,”-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე აცხადებს, რომ მარტის თვეში ორგანიზაციამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების სახელფასო ანაზღაურებას ეხებოდა.
“ეს კვლელვა საკმაოდ აქუტუალური გახლავს და დღემდე მოყვება კომენტარები სხვადასხვა მხრიდან, სრულად ჯერ კიდევ არ მოუწოდებია ქუთაისის მერიას მონაცემები და შესაძლოა ეს პროცესი ისევ გაგრძელდეს,”- განაცხადა ლელა მოწონელიძემ.