ქუთაისში მგზავრობის საფასური შესაძლოა
1 აპრილიდან გაიზარდოს. დღეს საკრებულოს სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული და განსახილველ საკითხებს შორისაა ტარიფის ცვლილება. მანამდე კი ტრანსპორტის ღირებულების ცვლილების შესახებ ქალაქი მერმა ტელეკომპანია ,,რიონის” საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუ ,, ობიექტურ აზრში” ისაუბრა: “დაგეგმილ ბიუჯეტში ცვლილებას ვერ შევიტანთ, ამიტომ ტრანსპორტის ღირებულების გაძვირების შემთხვევაში მგზავრობა არ გაუძვირდებათ სოციალურად დაუცველებს, მომავალი წლის იანვრამდე ამ ადამიანებისთვის ტარიფის შენარჩუნება მოხდება გადამზიდების ხარჯზე, შემდეგ კი პასუხისმგებლობას მერია აიღებს. რაც შეეხება მგზავრობის გაძვირებას საუბარია მხოლოდ 10 თეთრზე და ეს აპრილის დასაწყისში მოხდება”,–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ რამდენიმე გადამზიდი არ გეგმავს ტარიფის ცვლილებას.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო – ეს სხდომის დასრულებისას იქნება ცნობილი. შესაბამისად, რადიო “ძველი ქალაქი” მას საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.