ქუთაისში ასლანიკაშილისა და ქეთევან წამებულის ქუჩები
ბეტონის საფარით მოეწყობა. კონკრეტულად, ასლანიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის და ქეთევან წამებულის ქუჩის მე-2 შესახვევის გზის მოწყობა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. ორ ქუჩაზე სამუშაოების შესასრულებლად 492 ათასი ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 13 აპრილს იწყება და 18 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩებზე სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.