ქუთაისში ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების”
თანამშრომლებმა ჯაჭვის ხიდის ტერიტორია დაასუფთავეს. “სპეციალური სერვისები” ხიდების მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად ასუფთავებს. “დღეს მტკნარი წყლის საერთაშორისო დღეცაა და დავამთხვიეთ ამ დღეს ეს აქტივობა. ეს ძალიან რთული უბანია. უპასუხისმგებლოდ ეპყრობა მოსახლეობა და ყრის ნარჩენს. რთულად მისადგომია. დგას ნაგავ შემკრები ურნები და ჩაყარონ მასში ნარჩენები. ნუ გადაყრიან მდინარეში”, – განაცხადა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების გენერალურმა დირექტორმა გელა გაგუამ.
ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ქალაქის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი დაესწრო და მან მოქალაქეებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდა. “მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, აზრს კარგავს ასეთი აქციები თუ თითოეულმა თანამოქალაქემ არ იზრუნა იმაზე, რომ სუფთა იყოს ქალაქი. სუფთა იყოს მდინარის ნაპირები, რომელთა დაბინძურებამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ვთხოვ ყველა თანამოქალაქეს ძალიან დიდი ყურაღება მიაქციონ ქალაქში სისუფთავეს და მოიქცნენ ისე, როგორც საკუთარ სახლში”,- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა ნოდარ მიქიაშვილმა