ქუთაისის ოპერის თეატრში 28 მარტს
ერთი წლის გოგონას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პატარა ვივიანამ 6–ჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, ანალიზისა და გამოკვლევისა ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ. გარდა ამისა, გოგონას თანდაყოლილი კორძიანი სხეულის დისგენეზია აქვს. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია იმისათვის, რომ სიარული და საუბარი შეძლოს. ვივიანი სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანას და დროული პროცედურების ჩატარებას საჭიროებს.
ოპერის თეატრში ასევე სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: ინდირა ჯგერნაია, მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, ბენდი – “მუზეუმი”, ანსამბლი “ხარება” , ჯგუფი “ვაჩუქოთ ღიმილი ერთმანეთს”, ჯგუფი “ბინდი” და სხვები.
საქველმოქმედო კონცერტი ოპერის თეატრში 18 საათზე დაიწყება. ღონისძიების დასწრების საფასური 10 ლარია.