ქუთაისის მერიაში 2016 წელს გაცემულ პრემია-დანამატებთან
დაკავშირებით განმარტება დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. როგორც მან განმართა პრემია დამსახურების მიხედვით გაცემა და ეს არ არის საყოველთაო. “ყველა იმ რიცხვსა და ციფრზე, რომელზეც ისაუბრეს გარკვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა არის ტყუილი. განვმარტავთ, რომ თანამდებობის პირებმა, როგორც სხვა თანამშრომლებმა ერთხელ მიიღეს პრემია “აისო”-სერთიფიკატის გამო. რაც შეეხება დანამატს, ისინი იღებენ დანამატს, როგორც მერიაში დასაქმებული სხვა თანამშრომლები ხელფასის ოდენობის 40 პროცენტს”, – განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კიდევ ერთხელ განმარტა ქუთაისის მერიის მაღალი თანამდებობის პრების ხელფასის ოდენობა და დანამატის მიღების პრინციპი. “მერი მოადგილის და ვიხე მერის ხელფასის ოდენობა შეადგენს 2100 ლარს. ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 1700 ლარამდეა. ამას ემატება 40 პროცენტი დანამატის სახით, რაც ნამდვილად არ ადი 4 ათას ლარზე თვეში”, – განაცხადა ზვიად ჯავახიამ. იგი გამოეხმაურა აგრეთვე ქუთაისის მერის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ქალაქი მერი მერობამდეც პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული და ამას რაიმე კანონმდებლობა არ უკრძალავს.
შეგახსენებთ, გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკოლოზ ნარსიამ ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის მიერ მიღებულ ხელფასთან და პრემია-დანამატებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის მერიაში 2016 წელს პრემიებისა და დანამატების სახით გაიცა 3 113 381ლარი , ხოლო ყველაზე დიდი ხელფასი ვიცე- მერმა ნოდარ მიქიაშვილმა აიღო, რომლის ხელფასი წელიწადში 49 971 ლარს შეადგენდა, რაც ზუსტად უდრის 1041 სოციალურად დაუცველის ანაზღაურებას.