ქუთაისში დანით შეიარაღებული პირი მარკეტში შეიჭრა.
შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მან მარკეტიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დანით შეიარაღებულმა პირმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში მალევე დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.