დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ ქუთაისის ააიპ “სპეციალურ სერვისები” ცხოველების არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებასთან დაკავშირეით
ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიეღობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო “ძველი ქალაქი” უცვლელად გთავაზობთ.
” ადმინისტრაცია, საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის იმერეთის ორგანიზაციის წევრების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უპასუხისმგებლო განცახდებას ეხმიანება და შემდეგ განმარტებას აკეთებს. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის და უშუალოდ მისი ხელმძღავნელის, ბატ. თემურ ლაჭყებიანის მხრიდან, უკვე მერამდენ მიზანმიმართულად ხორციელდება “ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის” დისკრედიდატაცია მისი როგორც ორგანიზაციის ავტორიტეტის შებღალვა. მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ ტყუილების ტირაჟირებას ემსახურება და მას საერთო არაფერი აქვს თავსესაფარში არსებულ რეალობასთან. ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ცხოველთა მუნიციპალური თვაშესაფარი რომელიც ამ წლის 18 მარტს ოფიციალურად გაიხსნა, იქ არსებული პირობები სრულად აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს, რაც ერთხმად იქნა საჯაროდ აღიარებული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ხასგასმით ვაცხადებთ რომ სამედიცინო მომსახურეობის სრული სპექტრი რომელასაც ეწევა თავშესაფარი, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და სრულად აკმაყოფილებს ცხოველების მკურნალობის მსოფლიოში გავრცელებულ და აპრობირებულ მეთოდებს. ყველა სამედიცინო პრეპარატისა და საკვების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების მოთხოვნათა სრული დაცვით. “სპეციალური სერვისები” “ცხოველთა დაცვის ფედერაციას” კატეგორიულად სთხოვს წარმოადგინოს მის მიერ გაკეტებულ განცხადებებზე მტკიცებულებები წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს. ამასთან ერთად გვინდა მოგახსენოთ რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია თავად ნახოს და ადგილზე გაეცნოს თავშესაფარში არსებულ პირობებს. ცხოვეთა დაცვის ფედერაციის მხრიდან, მომავალში კიდევ ერთხელ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო “სპეციალური სერვისები” ცილისწამებისათვის მიმართავს სასამართლოს,”-ნათქვამია განცხადებაში.