ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დღის ცენტრში ,, ხიდი სოცილური ინკლუზივისთვის ” მოინახულა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დღის ცენტრში ამ სინდრომის მქონე 12 აღსაზრდელი სწავლობს. ქუთაისის მერი პატარებთან ანიმაციური ფილმების გმირებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად მივიდა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი უამრავი კამპანია მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირების სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, საქართველოში , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.