“უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის” –
ასე ჰქვია კვლევას, რომელის შედგებზე დაყრდნობით მოზადებული პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა და განხილვა ქუთაისში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა საგზაო ტრანსპორტით, ქვეყნის შიდა გადაყვანები პრაქტიკულად დაურეგულირებელი აღმოჩნდა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანაზე ზრუნვა მხოლოდ ბაზარზე არსებული კონკრეტული კომპანიების და ინდივიდუალური მეწარმეების პირად სურვილზეა დამოკიდებული. შეხვედრაზე საზოგადოებას კვლევის მიგნებები და პოლიტიკის დოკუმენტი CRRC-საქართველოს მკვლევარმა გიორგი ბაბუნაშვილმა და ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ გააცნეს. “ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრება ხიფათთანაა დაკავშირებული. არ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტები. არის პრობლემები მძღოლებთან მიმართებაში. არ იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს. დღეს ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია კვლევისა, რომელიც მოიცავს ანალიზს თუ რა პრობლემები არსებობს საკანონმდებლო კუთხით. საჭიროებს თუ არა კანონები დახვეწას ევროკავშირთან ასოცირების კუთხით. ბევრი კანონი რაც გვაქვს და მუშაობს მისი მონიტორინგი არ ხორციელდება”, – განაცხადა ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
კვლევის პროცესში 150-ზე მეტ მძღოლს დააკვირდნენ. ყველაზე ხშირი დარღვევებში მათი მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება მოხვდა. დარღვევს შორისაა სიგარეტის მოწევა, მანევრირების წესების დარღვევა, საჭესთან მობილურზე საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების წერა და აგრეთვე დამატებითი სავარძლების ჩადგმა, რა დროსაც დამუხრუჭების დროს შესაძლოა მგზავრმა დაზიანება მიიღოს.
30 მარტს თბილისში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება სადაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს გააცნობენ.