21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს :”ქართული ჟურნალისტიკის დღეს ვულოცავ მედიაში დასაქმებულ ყველა თანაქალაქელს, ყველას ვინც ამ ურთულეს საქმეს ემსახურება. ჟურნალისტიკის როლსა და გავლენაზე თანამედროვეობაში უკვე აღარავინ კამათობს. თქვენ ემსახურებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიის დამკვიდრებასა და პლურალისტული გარემოს განმტკიცებას, რომელთა გარეშე ქალაქის, ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. ვულოცავ ასევე ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან აქტიურ საქმიანობაში, მაგრამ კვალი დატოვეს თავიანთ პროფესიაში. მინდა ყველას გისურვოთ სიძლიერე და ნაყოფიერი ცხოვრება. პატივისცემით შოთა მურღულია”, – ნათქვამია ქალაქი მერის მისალოც წერილში.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *