“ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით” – იმერეთის გუბერნიაში
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლეს. 50-მდე ბავშვს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და მინიციპალიტეტის პირველმა პირებმა საჩუქრები გადასცეს და მატთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. “დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაცია და ჩართულობა ყოველდღიურობაშიუ. ასევე, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. ვმასპინძლობთ რეგიონში მცხოვრებ ყველა ბავშვს, რომელთაც ეს სინდრომი აქვს. გვინდოდა, რომ მატთვისეს დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ერთად კარგი დრო გავატარეთ.მინდა ბევრი ასეთი ლამაზი დღ ჰქონდეთ,- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
“გუბერნიამ რეგიონის მასშტაბით ჩაატარა ძალიან საინტერესო ღონისძიება. სხვადასხვა რაიონებიდან, მათ შორის ქუთაისიდან იყვნენ ბავშვები წარმოდგენილნი. მე მგონია, რომ ყველას მოვალეობაა რაც შეიძლება მეტი პოზოტივი მისცენ ამ ბავშვებს”, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ღონისძიებას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან მოწვეული ბავშვები ესწრებოდნენ.
“ურღმესი მადლობა ყველას, რომ ასეთი შესანიძავი დღე აჩუქეს ამ ბავშვებს. ვისურვებდი ხშირად ყოფილიყო ასეთი შეხვედრები, რადგანაც ყველას გვეკუთვნის ერთი პეშვი მზე,- განაცხადა თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ნიკოლაძემ.
გუბერნიის შემდეგ ბავშვები გასართობ ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მათთვის სპეციალური შოუ პროგრამა გაიმართა. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტიც.
ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. “21” აირჩიეს იმიტომ, რომ მეცნიერების დასკვნით დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა. მას იწვევს დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში.