ევროპის კომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG ღEGIO) მრჩეველი მაიკლ რალფი იმერეთში განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. შეხვედრა მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა და მას ქალაქის ხელმძღვანელება, იმერეთის გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორები დაესწრენ.
მაიკლ რალფი ადგილობრივი და რეგიონული განვითარების დაგეგმის, ინფრასტრუქტურული და ურბანული, მუნიციპალური განვითარების, ასევე, რეგიონულ დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ინოვაციების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო.
ქუთაისის მერმა ის პროექტები წარადგინა, რომლებიც თვითმმართველობაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. შოთა მურღულიას თქმით, მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონალურ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია შესრულებული პროექტების შესახებ, რათა სამომავლოდ მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება და სხვა პროექტების დაფინანსება.
მაიკლ რალფმა ურბანული პილიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ურბანული პოლიტიკა ერთ-ერთი წამყვანია, რადგან ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებულო ამ სფეროს განვითარებაზე. ამიტომ ევროპის ურბანული პოლიტიკის განვითარების შესწავლა დაიწყო არაწევრ ქვეყნებშიც, რომ მოხდეს ამ ქვეყნებში მსგავის პოლიტიკის განვითარება.
ვიზიტის ფარგლებში მაიკლ რალფი იმერეთში სამი დღე დარჩება და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.