ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე,
გზის საფარი და ღვარსადენები მოწესრიგდება. ქუთაისის მერიამ ყოფილი “კლინიკური საავადმყოფოდან” რაგბის ბაზამდე ბეტონის საფარის და ღვარსადენების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 785 ათას 460 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 1 აპრილს იწყება და 6 აპრილს მთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის ბეტონის საფარით და ღვარსადენებით მოწესრიგება ხელშეკრულების დადებიდან 65 (სამოცდახუთ) კალენდარული დღეში უნდა მოახერხოს.