ქუთაისში მინი ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყო.
სამუშაოებს თურქული კომპანია შპს “ასალ იმშაათი ” ახორციელებს. ქალაქის მშენებლობა ნიკეას ქუჩის ბოლოს მიმდინარეობს, კონკრეტულად კი ზედა მესხეთის ტერიტორიაზე. რადიო “ძველი ქალაქთან”, პროექტთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელი მუსტაფა აქთაში საუბრობს. მისი თქმით საქართველო მეშვიდე ქვეყანაა სადაც მშენებლობას ახორციელებენ.
“საქართველოში დავიწყეთ მშენებლობა, რადგან მშვიდი და წყნარი გარემოა. ამ პროექტის განხორციელების დროს ჩვენი მიზანი იყო ყველასგან განსხვავებული პროექტი შეგვექმნა ქუთაისთან. ჩვენ მას პატარა ქალაქს ვეძახდით, რომელიც 70 ოჯახზე არის გათვლილი. ასევე იქნება აუზები, სარბენი ბილიკები, სავაჭრო ცენტრი, დაცვა განთავსდება და ეს ყველაფერი იქნება შემოღობილი. მსურველები ბინების შესაძენად თითქმის ყოველდღე მოდიან, ნახულობენ მიმდინარე მშენებლობას. ჩვენ ამ პროექტის გარდა ქუთაისში სხვა პროექტსაც ვგეგმავთ, კონკრეტულად კი მაღალსართულიანი ბინის მშენებლობას,”-განაცხადა მუსტაფა აქთაშმა.
მუსტაფა აქთაშის თქმით, ქუთაისში კომპანიამ 3 მილიონ ნახევრამდე ინვესტიცია განახორციელა. მინი ქალაქის მშენებლობა სრულად 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.