ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს

მოუწოდებს სწორად დაინახონ მათ კორპუსებში არსებული პრობლემები. საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ სადარბაზოების, ეზოების ესთეტიურად მოწყობაზე უფრო მეტი განაცხადი შედის მერიაში, ვიდრე სახურავების, პარაპეტებს შეკეთებაზე. მისი თქმით, გასულ წელს პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ 6 კორპუსის წარმომადგენლებმა მიმართა. “იმ ამხანაგობებმა, რომლებმაც თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნეს, მოვიდნენ და მოგვმართეს , პროექტი გააკეთეს. საერთო ღირებულების 90 პროცენტს ჩვენ ვაფინანსებს და მათი პარაპეტების შეკეთების სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მიმდინარე წელსაც თუ კი იქნება განაცხადები, რამდენიც არ უნდა იყოს ბიუჯეტის მიუხედავად, სხვა პროგრამებისგან განსხვავებით შეგვეძლება ყველა წინადადების დაკმაყოფილება”, – განაცხადა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ შესაძლოა ამხანაგობებს გარკვეული პროგრამების შესრულებაზე უთხრან უარი მანამ, სანამ საფრთხის შემცველ პრობლემებს არ მოაგვარებენ.
“არ შეგვიძლია ამხანაგობა ვაიძულოთ რომელი პროგრამით ისარგებლონ და იძულებით გავაკეთებინოთ, მაგრამ შეიძლება წავიდეთ იმ გზით, რომ გარკვეული პროგრამების შესრულებაზე უარი ვუთხრათ ამხანაგობას მანამ, სანამ არ მოაგვარებს იმ პრობლემებს , რომელიც საფრთხის შემცველია. მაგალითად თუ პარაპეტის მოწესრიგებაა საჭირო და შემოაქვთ სადარბაზოს კეთილმოწყობის პროექტი შეიძლება, ვფიქრობთ ამის სამართლებრივ გამართვაზე, რომ უარი ვუთხრათ მანამ, სანამ არ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც საფრთხესთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *