ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქუთაისში
გაფიცულ მძღოლებს შეხვდნენ. მათთან შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე მერი კონსტანტინე ქავთარაძე და ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი მოვიდნენ. მერიის წარმომადგნელებმა გაფიცულებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა სთხოვეს. ჯგუფი 5 კაცის გან უნდა შედგეს. ისინი შემდეგ მერიაში შეხვედრებს გამართავენ და საკუთარ მოთხოვნებს ადგილობრივ თვითმმართველობას კიდევ ერთხელ გააცნობენ. ამ დროსათვის მძღოლები საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ თათბირობენ.
შეგახსენებთ, მძღოლები სამგზავრო გადასახადის 10 თეთრით გაზრდას ითხოვენ. ამ დროისათვის ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების თითქმის 90 პროცენტი გაფიცულია. მძღოლები ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე და ავტოქარხნის დასახლებაში მართავენ აქციას.