ქუთაისში გაფიცული სატრანსპორტო საშუალებების
მძღოლები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მათ მუშაობა არსებული ფასით არ უღირთ. “მერი ამბობს, რომ ხელშეკრულებაში სამგზავროს არ გაძვირება გიწერიათო. ჩემი ხელშეკრულებაა ხელშეკრულება და ესენი რომ ავირჩიეთ და ავაშენებთ ქვეყანასო და დაწყნარებული იქნება ყველაფერიო? ჩემი 10 თეთრი წყვეტს ყველაფერს? სამუშაოზე რომ გავდივარ 30-35 ლარის საწვავს ვასხამ ზედმეტს. ის ფული ჩემი ჯიბიდან ამოდის და მე აღარაფერი დამრჩა. ყველაფერზეა ფასები მომატებული. მანქანის ნაწილები გაძვირდა , პროდუქტი გაძვირდა” – აცხადებს მძღოლი ამირან ჭელიძე.
“გამოანგარიშებით 10 თეთრიც არ კმარა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ მოსახლეობის მდგომარეობას, ქუთაისი მანცდამაინც მდიდარი ქალაქი არ არის. 20 თეთრით მინიმუმ უნდა გაძვირდეს, მაგრამ ჩვენ თავად ვთქვით 20 თეთრიან მატებაზე უარი, იმიტომ რომ ჩემმა ნათესავმა, მეგობარმა, მეზობელმა უნდა იმგზავროს და იმის მდგომარეობასაც ვითვალისწინებთ. მანქანის სათადარიგო ნაწილი, ამორტიზატორი 285 ლარი ღირს, რომელიც 170 ლარი ღირდა.-
“ხაჭაპური სამჯერ გაგვიძვირეს ამ კვირაში. გაძვირებულზე რომ მივეცი ფული ასე მითხრეს არ კამარაო. დავითვალე ხომ არ შემეშალა-თქო და არაო, კიდე გაძვირდაო. ლარ ნახევრიანი 2 ლარი გამიხადა და მე რა ვქნა?”- აცხადებენ მძღოლები.
ქუთაისში ამ დროისათვის არცერთი საქალაქო ტრანპორტი, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსი არ მუშაობს.