საქალაქო ტრანპორტის, ავტობუსებისა და
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სამგზავრო გადასახადის 10 თეთრით მომატებას ითხოვენ. როგორც მძღოლების აცხადებენ გაძვირებული საწვავის გამო, მათ წაგებაზე უწევთ მუშაობა. ამ დროისთვის ქუთაისში მხოლოდ რამდენიმე მიკროავტობუსი მუშაობს. გაფიცული მძღოლების თქმით, ისინი მანამ არ შეწყვეტენ აქციას, ვიდრე ქუთაისის მერია არ მიღებს გადაწყვეტილებას, სამგზავროს გაზრდის შესახებ. ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა ამ დროისთვის 30 თეთრი, ხოლო მიკროავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს. მოვლენათა განვითარების შესახებ, რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტები დაწვრილებით ამბებს, დღის განმავლობაში მოგაწვდიან.