ქუთაისში მონადირეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქცია ქუთაისის მერიასთან დაიწყო. მონადირეებმა კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც ნადირობის უფლება საქართველოში მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ. “საქართველოში მონადირეებს გვეუბნებიან, რომ ნადირობის უფლება არ გვაქვს გარდა დაცული ტერიტორიებისა. დაცულ ტერიტორიაზეც თუ არ გვექნა შესაბამისი დოკუმენტი იმ დაცული ტერიტორიის ხელმძღვანელის მხრიდან, იქაც ჯარიმაა 2 ათას 500 ლარი. დაცული ტერიტორიიდან გამოსულს თუ შეგხვდა გარემოს დაცვის თანამშრომელი და არ გექნება ეს საბუთი ჯარიმა იწერება, ამას დამატებული ამოღებული ნადავლის ფრინველი იქნება თუ ცხოველი ტრანსპორტირების კანონის დარღვევაზე იწერება ჯარიმა 800 ლარი თუ შენ გინახეს ნანადირევი იმ იარაღით მოკლული რაც აკრძალულია, საუბარი მაქვს საფანტზე”, – განაცახადა მონადირე გიორგი მახალდიანმა.
მონადირეები აცხადებენ, რომ თუ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს ამის შესახებ გადაწყვეტილება კომპეტენტურმა ხალხმა უნდა მიიღოს. “უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები, რომ ეს კანონი არ მიიღონ. ქართველ მონადირეებს არ გვეკითხებიან როგორ ვინადიროთ. გადმოწერენ კანონები, ევროპაში მიღებული ყოფილა რაღაცები და იმას გვაძალებენ. ჯარიმები შეუსაბამოა ქართულ ყოფიერებასთან. 79 წლის მამა მყავს და იგი არ დამიჯერებს რომ ვუთხრა, იარაღი რომ აიღოს და წავიდეს ს ანადირო 6 ათასი ლარამდე მოუვა ჯარიმა. ადამიანს, რომელსაც 150 ლარი აქვს პენსია”, – აცხადებენ მონადირეები.
აქციამ მერიის მიმდებარეე ტერიტორიიდან პარლამენტთან გადაინაცვლა. სადაც მონადირეებს იმერეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მონადირეები შეუერთდნენ.
“ყველა მიესალმება ახალ კანონს თუ კარგი იქნება, ყველა მიწა რაცაა სანადირო მთავრობამ მიითვისა. ახალი თოფები უნდა იყიდოს ადამიანმა. სხვა საშუალებები არ არის უკვე. საფანტი აღარ არის უკვე ხმარებაში. ფოლადის მასრებზე გადადიან, მაგას თავისი ლულა უნდა. იძულებული ხდება გლეხი ახალი თოფი იყიდოს, მაგრამ თოფს ვერ იყიდის გამოცდის გარეშე. რათ მინდა სახლში თოფი თუ გარეთ ვერ გავედი და ვერ ვინადირე, თუ ამდენი გადასახადები იქნა. ხალხი ახალ თოფებს ვერ იყიდის”,- განაცხადა აქციაზე ხონიდან ჩამოსულმა მონადირემ გია მამარდაშვილმა.
შეიქმნება მონადირეთა კაშირი, რათა მომზადდეს წინადადებების პაკეტი, რომელშიც მონადირეების მოსაზრებები იქნება ასახული და რომლითაც მთავრობას მიაწვდენენ ხმას სამონადირეო კანოში შესატანი ახალი რეგულაციების შესახებ.