ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თეა კვერნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფერის ლენტებით შესრულებული კომპოზიციები “გაზაფულის ყვავილები”.

“დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი მაქვს, ძირითადად სხვადსახვა ფერების ლენტებით შესრულებული კომპოზიციები, ერთი წელია, რაც ვმუშაობ, და ვქმნი ყვავილების კომპოზიციებს და დღევანდელი გამოფენა დღევანდელ დღეს დედის დღეს მიეძღვნა,”-განაცხადა თეა კვერნაძემ.

გამოფენაზე 30-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. თეა კვერნაძის ნამუშევრების პირველი გამოფენა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *