“რა უნდა ვიცოდეთ ვიზალიბერალიზაციის შესახებ?”- ქუთაისში
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუცია. ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ახალგაზრდებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ გააცნო. “აღნიშნული შეხვედრა გახლდათ საინფორმაციო ხასიათის. მიმოვიხილეთ ისტორიაც საიდან დავიწყეთ ამ შეთანხმებაზე საუბარი,ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ როდიდან შეიძლება შევიდეს ძალაში და როგორ შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა ეს სიკეთე, როგორ უნდა ვიმოძრაოთ რა ვადები გვაქვს და რა არ უნდა გავაკეთოთ რატა არ დავკარგოთ აღნიშნული შანსი”, – განაცხადა ახალგაზრდებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ.
შეგახსენებთ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ნიშნავს საქართველოს მოქალაქის უფლებას 90 დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდეს შენგენის ტერიტორიაზე. ეს არის თავისუფალი გადაადგილების უფლება, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს, ევროპის ქვეყნებში ხანგრძლივი დროით დარჩენასა და მუშაობის უფლებას.