დღეს ქუთაისის მერიაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მშენებარე “მაკდონალდსის” პროექტის
საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, კომპანიის წარმომადგენელი და ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დამსწრეთა ნაწილი “მაკდონალდსის” მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადენ, რომ ქალაქის ისტორიულ ცენტრში აღნიშნული კვების ობიექტი არ უნდა აშენდეს.
“მოვითხოვთ თქვენს გადადგომას, არ მოგცემთ მშენებლობის უფლებას, რადგან ქუთაისის კულტურას და მის ცენტრს ეს ობიექტი” არ შეესაბამება , -განაცხადა ნაირა უგულავამ.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით ქუთაისში წარმოდგენილი პროექტით “მაკდონალდსის” მშენებლობა განხორციელდება.
“ჩვენ, მერია ვალდებული ვართ დავიცვათ კანონი და ვინმეს ემოციური ფონი როგორი იქნება, ამაზე ნამდვილად არ ვართ დამოკიდებული. ის საკითხი, რომელიც პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და არა ქალაქის მერის. ამიტომ, ჩვენ კანონი გვაძლევდა ვალდებულებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეგვეთანხმებინა ეს პროექტი. ის იქნა ნებადართული მათ მიერ და რადგანაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოითხოვდა მის საჯაროობას, ამიტომაც გაკეთდა ეს შეხვედრა, რომ რაიმე სამართლებრივი კაზუსი ხომ არ დაუნახავთ მათ ამ პროცესში. ძირითადა იყო ემოციური გამოსვლა და ის ფრაზები, რომ “მაკდონალდსი” ძირს და ა.შ. მიუღებელია და სირცხვილიციაა. შესაბამისად, არცე რთი არგუმენტირებული პასუხი არ იყო წარმოდგენილი გარდა იმისა, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა. მეც ბევრი რამე არ მინდა. ჩვენ ასეთ დაუსაბუთებელ არგუმენტებზე ვერ წავალთ ამიტომ ეს მაინც გაკეთდება,”-განაცხადა მურღულიამ.