არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩვენი სახლია”
ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გამართა “არა ოკუპაციას”. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას 25 თებერვლის მნიშვნელობა და რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკა. “ჩვენ უნდა გვახსევდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. არ არსებოსბ არანაირი ორი რუსეთი, არსებობს ერთი, ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ტარიტორიები დაიკანონოს. რუსეთის საჯარისო ნაწილები 500 მეტრის დაშორებით დგანან ცენტრალური ავტომაგისტრალიდან. არსებობს ყოველდღიური საფრთხე იმისა, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისევ იმ მდგომარეობაში, როგორიც მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. სწორედ ამიტომ ვმართავთ აქცია და ვაპროტესტებთ. “არა ოკუპაციას!” “-აღნიშნა “ევროპა ჩვემი სახლიას” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გოქაძემ.