იმერეთის გუბერნატორს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმის თავმჯომარესა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს შორის, ურთიერთთანამშრომლლობის მემორანდუმი გაფორმადა.
მემორანდუმი, იმერეთის გუბრენატორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“დღევანდელი შეხვედრით კიდევ და კიდევ დავუახლოვდით ევროკავშირს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ დამსწრე საზოგადოებას და მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება”,-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ მოაწერეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე კახა გოგოლაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.