“მაკდონალდსის” საბოლოო ვერსია შემუშავებულია, – ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში
ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა განაცხადა. ქუთაისის მერიაში “მაკდონალდსის” პროექტის განხილვა მიმდინარეობს. “მაკდონალდსის” საბოლოო ვერსია შემუშავებულია. შეთანხმებულია კუტურულ მემკვიდრეობასთან და მას ვაცნობთ დაინტერესებულ პირებს, მოქალაქეებს. ცოტა ხმამარალი საუბარი იყო, აცხადებდნენ:”არა, მაკდონალდსს”, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია და მიაჩნია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, რომ შესაძლებელია იქ აშენდეს “მაკდონალდსის” ტიპის რესტორანი. გალამაზდეს მიმდებარე ტერიტორია. საათიც რჩება ახალი პროექტით მოედანზე”, – განაცხადა ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა რადიო “ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში.
შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომენტარი არ გაუკეთებიათ კომპანიის წამომადგენლებს.