ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის
მაცხოვრებლებს ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გზა აწუხებთ. პრობლემების შესახებ საკრებულოს სხდომაზე “ვეროპული საქართველოს” დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ ისაუბრა. “მინდა გაგაცნოთ ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრბლების პრობლემები. 2 საკითხია. ანტისანიტარია და ქუჩის და მიმდებარე ჩიხის გზის საფარის უზრუნველყოფა. განადგურებულია ქვაფენილი. თხოვნაა, რომ მოგვარდეს ეს საკითხი ისე, რომ გაუსაძლისი არ იყოს მოსახლეობისთვის იქ ცხოვრება”, – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
ქალაქის მერმა შესაბამისი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გზის საფარის რულად მას შემდეგ მოწესრიგდება, რაც საკანალიზაციო სისტემა გამოიცვლება. “გაისად იწყება კანალიზაციის მოწესრიგების დიდი პროექტი. წლებია იქ გზის პრობლემაა, მაგრამ სანამ საკანალიზაციო სისტემა არ გამოიცვლება გზის გაკეთება ვერ მოხერხდება. 1 წელიც მოიცადონ და გაკეთდება. რაც შეეხება ხრეშის მოყრას ეს შეგვიძლია გავაკეთოთ”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.