ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის 11 ნომერში
შენობის ფასადი ჩამოინგრა. საკრებულოს დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ “ევროპული საქართველოდან” სხდომაზე ქალაქის მერს სთხოვა კერძო მესაკუთრეს შენობის მოწესრიგება მოსთხოვონ. “გუშინვე მერიის წარმომადგნელებმა შემოღობეს ის ადგილი, მაგრამ არ მგონია, რომ მისი მიტოვება ისე ღირდეს. ის ისეთი ადგილია, უბრალოდ მისი გადაღობვით ვერ ვუშველით. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს დროზე მოხსნან ფასადი და შეამოწმონ რამდენად სახიფათოა. ეს კერძო საკუთრებაა მართალია, მაგრამ იქნებ მოხდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ადამიანი. მის ქვეშ სავაჭრო ობიექტებია. მგონია სასწრაფო მოქმედებაა საჭირო”, – განაცხდა ამირან ძოწენიძემ.
ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ეს კერძო საკუთრებაა და ეკუთვნის “შიტრიტ ჯგუფს”. “ეკონომიკის სამინისტროს მიერაა გადაცემული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეიძლება დაგვიბრუნდეს ეს ობიექტი. არ გაქვს კერძო საკუთრების დანგრევის უფლება. “შიტრიტ ჯგუფს” რამდენჯერმე მივწერეთ, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რომ ვინმე დაშავდეს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. შემიღობა ტერიტორია და ამ სივრცეში არის გავლის აკრძალვა სანამ არ გადაწყდება ეს საკითხი. კერძო საკუთრების დანგრევის უფლებას კონსტიტუცია არ გავძლევს. ვეცდებით, რომ ეს ბარირები გავაკეთოთ, რომ ადამიანებს არ შეექმნეთ საფრთხე”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ფალიაშვილის 11 ნომერში ფასადის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.