ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ
საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: ქუთაისის და სტრასბურგის დამეგობრება. ასევე საფრანგეთიდან მეწარმეების ჩამოყვანა. ქუთაისის და სტრასბურგის უნივერსიტეტებს შორის დამეგობრების საკითხი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისების საფრანგეთიდან. ასევე სხვადასხვა კულტურული სახის პროექტების მხარდაჭერა. ენის შემსწავლელი ცენტრის შექმნა ქუთაისში.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ: ჟან ლავუა – კულტურული ურთიერთობების მრჩეველი, ტერი ბურტე – ატაშე უნივერსიტეტებთან ურთიერთობების საკითხებში და მატილდა კომე – ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის ატაშე.იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი.