წყალტუბოში თვითმმართველობის სატრანსპორტო
საშუალებების შეკეთებისათვის ტენდერი გამოცხადდა. პრესიკურანტის სავარაუდო ღირებულება 94 ათას 145 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. სატენდერო წინადადებების მიღება 22 თებერვლიდან იწყება და 24 თებერვალს მთავრდება. მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში მანქანების ავტოტექშეკეთება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.