ელექტროგამანაწილებელ ქსელში გეგმიური პროფილაქტიკური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით
დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს:
21 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №5-ა, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 870 აბონენტს გელათის (ნაწ.), კოსტავას, 26 მაისის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №6 – 400 აბონენტი გოგებაშვილის, თბილისის ქუჩაზე.
სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №10, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება 1 აბონენტს კოსტავას ქუჩაზე.
22 თებერვალს ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №59, რის გამოც ელექტროენერგია შეეზღუდება დაახლოებით 390 აბონენტს დვალიშვილის, ვარლამიშვილის, გაპონოვის, ნიუპორტის ქუჩებზე, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე ფიდერი №16 – 340 აბონენტი იაშვილის, ტიციან ტაბიძის ქ.
სამტრედიაში 11:00-დან 14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი №11, რის გამოც ელენერგია შეეზღუდება დაახლოებით 1640 მომხმარებელს გამარჯვების, ნინოშვილის, ბათუმის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ქ. ტიბულში 11:00-დან 14:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება ეუწყდება დაახლოებით 460 აბონენტს გიორგაძის, გორგოძის, რობაქიძის, სოლომონ მეორეს და მიმდებარე ქუჩებზე.
საქართველოს რკინიგზის მოთხოვნით ქვესადგურ „ხრესილი წევის“ გამორთვის გამო 11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 1200-მდე მომხმარებელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხრესილი, სოჩხეთი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და მიმდებარე სოფლებში.