პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ
, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მგზავრობის გადასახადის გაძვირება იგეგმება, ამის შესახებ სამარშუტო ხაზების მფლობელებს განაცხადი მერიაში შეტანილი აქვთ.
“სრულიად საქართველომ იცის, რომ საწვავზე ფასი 20-30 თეთრით ისევ მოიმატებს, აქედან გამომდინარე მგზავრობის გადასახადი უნდა გაძვირდეს თორე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ვიცი, რომ ფასების მატებასთან დაკავშირებით სამარშუტო ხაზების მფლობელებს განაცხადი მერიაში შეტანილი აქვთ, იმ შემთხვევაში თუ ფასი არ მოიმატებს მე მაქვს ინფორმაცია, რომ მარტში მძღოლების გაფიცვა მოხდება. მე ვეთანხმები მძღოლებს რადგან მათი მოთხოვნა რეალურია,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის მერიის ,,სატრანსპორტო სამსახურის” უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა გააკეთა. ცხვედიანმა განმარტა, რომ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე მგზავრობის გადასახადის მატება არ იგეგმება.
“მე ძალიან მაკვირვებს ზოგადად მსგავსი განცხადებები მგზავრობის ფასის მატებასთან დაკავშრებით . ფასის მატება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას . საეჭვოა ის განცხადებები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ვეჭვობ, რომ ზუსტად ისინი არ მართავდნენ შეხვედრებს მძღოლებთან ფასის მატებასთან და გაფიცვასთან დაკავშირებით. მინდა ვუთხრა მოსახლეობას რომ უახლოეს პერიოდში ანუ 2-3 თვის მანძილზე მგზავრობის გადასახადის მატება არ იგეგმება.,”-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.