ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
სარწყავი ჭაბურღილები მოეწყობა. ჭაბურღილების მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სარწყავი სისტემის მოსაწყობად 28 ათას 195 ლარია გათვალისწინებული. სარწყავი ჭაბურღილების მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახერხოს. სატენდერო წინადადებების მიღება 15 თებერვალს იწყება და 17 თებერვალს მთავრდება.