“მათ ვისაც სოციალურად გაჭირვება
აქვთ შეიძლება გაუორმაგდეთ კიდეც ჩვენი 45 ლარიანი შემწეობები”,- ამის შესახებ ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა დევნილთა შემწეობების გადახედვის შესახებ საკითხის კომენტირებისას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ჯერჯერობით რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. “სამინისტრომ დაანონსა გარკვეულად რეფორმების გაზრახულობები. ვმუშაობთ მიმართულებებზე. საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის რა კუთხით გააქტიურდება ჩვენი მცდელობები იმისათვის, რომ გაიზარდოს შესაძლებლობა სწრაფად გადაწყდეს დევნილთა პირველი რიგის ამოცანა, ეს არის გრძელვადიანი განსახლება. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ არაერთხელ გ ვითქვამს 2012 წელს სამინისტროს ბიუჯეტი განსახლების კუთხით იყო 25 მილიონი. ახლა არის 85 მილიონი, მაგრამ ეს მაინც არ კმარა იმისათვის, რომ პრობლემა გადაწყდეს. იმ ტემპებს დავეწიოთ პრობლემის მოგვარების განსახლების კუთხით და განვსაზღვროთ გარკვეულად ვადები როდის დასრულდება დევნილთა განსახლება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, დევნილთა ნაწილს შესაძლოა შეუწყდეს დევნილთა შემწეობები, რათა დაიზოგოს ფინანსები და დაზოგილი თანხა განსახლების პრობლემას მოგვარდება.
“ჩვენ სტატსუსს არ ვეხებით არცერთ ბენეფიციართან. ჩვენ შიძლება გადავხედოთ შემწეობების თემას. იმ ბებეფიციარებთან რომელთაც ეს შემწეობა ნაკლებად სჭირდებათ. ანუ ეს არის სტატუსიდან საჭიროებაზე გადასვლა. მათ ვისაც სოციალურად გაჭირვება აქვთ შეიძლება გაუორმაგდეთ კიდეც ჩვენი შემწეობები 45 ლარიანი, თუმცა გარკვეულ ზღვარე და გარკვეულ მიმართულებებში ჯერ კიდევ განსაზღვრული არ გვაქვს და მოვა ალბათ ამის დრო როცა დეტალურად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. შეიძლება შეუწყდეს კონკრეტულ დევნილებს დევნილთა შემწეობები რომ დაიზოგოს ფინანსური საშუალებები და ეს ყველაფერი უკლებლივ მიმართული იქნეს განსახლებისთვის, იმისათვის რომ დაჩქარდეს მათი პრობლემების მოგვარება”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საკითხის განხილვაში და მუშაობაში ჩართული იქნება მთავრობა, პარლამენტი და საკიტხით დაინტერესებული პირები. “ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, შესაბამისად ასე არ ხდება, რომ ჩვენ ვიტყვით რამეს და გამოვიტანთ ინფორმაციას და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ეს უნდა აისახოს შესაბამის რეგულაციებში, კანონებში. ბუნებრივია აქ იქნება მთავრობა ჩართული, პარლამენტი. ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეთავაზებული ვარიანტები შეიძლება შეიცვალოს და გადაიხედოს. საბოლოო რედაქცია მიღებული იქნება მას შემდეგ რაც პარლამენტი დაუჭერს მხარს. თუმცა მანამდე მუშა ჯგუფი გვყავს, გვყავს ფართო წარმომადგენლობა ხალხის, რომლებსაც აინტერესებთ ეს პრობლემები. მათთვის კარი ღიაა და ჩვენ სამუშაო ჯგუფში გავდივართ ყველა შესაძლო ვარიანტს და საბოლოო ვარიანტს გარკვეული დროს შემდეგ მოგაწვდით”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.