ბერლინის კლინიკის ქირურგის
ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებქირურგმა მარტინ შტრიკმა ქართველ ჟურნალისტებს ოპერაციის დასრულების შემდეგ განუცხადა. ოპერაცია, როგორც ცნობილია თბილისის დროით 11 საათზე დაიწყო.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.