საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გამოაცხადა საგრანტო პროექტი სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანთა რეინტეგრაციის საკითხთან დაკაშირებით. დღეს პროექტი ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო სექტორს წარუდგინეს. “სამინისტროს ამ კუთხით გამოცდილება აქვს . დაახლოებით 2 წელია რაც ამ პროექტს ახორციელებს. თუმცა სამეგრელო, იმერეთის რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს მოიცავდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა ჩვენ ვფარავთ მთელ საქართველოს და ჩვენივე ბიუჯეტით ვაფინანსებთ. პროექტის საერთო ღირებულება 590 ათასი ლარია. ეს პროპორციულად ნაწილდება რეგიონების მიხედვით და იმერეთისთვის განსაზღვრულია 87 ათას 700 ლარი. მიზანი ის არის, რომ სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს არალეგალური მიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციას, სამედიცინო მომსახურეობის კუთხით, მედიკამენტოზური წვდომის კუთხით, პროფესიული გადამზადების კუთხით, საარსებო წყაროების და მცირე ბიზნესის დაფინანსების კუთხით. რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი სამშობლოს არალეგალურად დატოვების”, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.
პროექტი საინტერესო აღმოჩნდა არასამთავროო სექტორისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი აფხაზი დევოლტის შესყიდვების ოფიცერმა პაატა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მსგავს პროექტში მონაწიელობის გამოცდილება აქვთ ამჯერადაც მიიღებენ მონაწილეობას. “საკმაოდ ინფორმაციული პრეზენტაცია იყო. რამდენიმე საკითხი დავაზუსტეთ. ჩვენ ერთხელ უკვე ვთანამშომლობდით სამინისტროსთან და შესაბამისად ახლაც ვაპირებთ განაცხადის წარდგენას. ვფიქრობთ, პროექტი საჭიროა, ადგან ძალიან ბევრი მიგრანტი ჩამოდის. საჭიროებს სამედიცინო დახმარებას , სოციალურ რეაბილიტაციას. ადგილზე მათი არ დამაგრების მიზეზი არის ის, რომ რეალურად ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს და თუ კი ჩვენ შევტავაზებთ მათ სოციალურ პროექტსებს, რომელიც იქნება მათი თვითდასაქმებისთვის, სამუშაო ადგილის მოძენბისთვის ეს იქნება რეალური საშუალება, რომელიც მათ დაამაგრებს ადგილზე და აე მისცემთ იმის ფიქრის საშუალებას, რომ მოძებნონ სხვა გზა საქართველოდან გასასვლელად”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფონდი აფხაზი დევოლტის შესყიდვების ოფიცერმა პაატა შარაშენიძემ.
საგრანტო პროექტი სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რაეინტეგრაციის საკითხთან დაკაშირებით სამინისტრომ 3 თებერვალს გამოაცხადა და დაინტერესბული არასამთავრობო სექტრისთვის კონკურსის ვადა 20 თებერვლას 18 საათამდეა.