ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
. 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს.ამ დროისთვის ცხედარი სამხარაულის სახელობის ქსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო ” ძველ ქალაქს” განუცხადეს, რომ გვამის პირველადი დათვალიერების შემდეგ სხეულზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ იქნა და გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.