“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის
თავმჯდომარე, გოგი წულია ქუთაისში ხეებისთვის ფესვების გადაჭრას აპროტესტებს. როგორც მან განაცხადა ეს ხეები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. “ხეებს ფესვები დააჭრეს სანიაღვრე სისტემის გაკეთების გამო და მაშინაც გავაპროტესტე. ყველა ქუთაისელმა კარგად იცის, რომ ქარი ხეებს ფესვებიანად თხრის და ჩაჭრილ ფესვებიან ხეს მეტი საშიშროება რომ აქვს ამაზე ალბათ ყველას მოგეხსენებათ”, -განაცხადა წულაია.
გოგი წულაია ამბობს, რომ ამის შესახებ მან გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსაც მიმართა. “მივწერე, რათა შეესწავლათ რა დღეში იყო ეს ფესვები. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ მერიას მივმართეთ და ვარკვევთ ვინ გააკეთაო. ამ წერილზე პასუხი არ გასცა მერიამ. საბოლოოდ მომივიდა პასუხი თებერვლის თვეში, რომ მერია თურმე დეპარტამენტს ამშვიდებს ჩვენ მხოლოდ ფუჯა ძირები ჩავჭერით სხვა არაფერი გაგვიკეთებიაო”,- განაცხადა წულაიამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ფესვების ჩაჭრა მოხდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს საფრთხის შემცველი იყოს. “გამომდინარე იქედან, რომ ღვარსადენის მშენებლობის დროს მოხდა შეხება იქ არსებული ხეების ფესვებთან, ეს შეხება არ არის იმდენად სერიოზული, რომ გამოიწვიოს ხეების დაზიანება. არ დაზიანებულა ძირითადი ფესვები და მხოლოდ ფუნჯა ფესვებთან მოხდა შეხება, რაც არ არის საშიში და საფრთხის შემცველი”,- განაცხადა ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსის მოვალების შემსრულებელმა ნატო ბურჯალიანმა.